წუხელ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბს ქვები დაუშინეს და დაარბიეს

წუხელ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბს ქვები დაუშინეს და დაარბიეს

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა ისანში გვიან ღამით მოხდა. ორმა უცნობმა ოფისს ქვები ესროლა. შუშები ჩაამსხვრიეს და ინვენტარი დააზიანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართლდამცველები, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. პოლიციას თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებია.

"ორგანიზებულად მოიტანა ქვები ორმა ადამიანმა, ორგანიზებულად ჩალეწეს შუშები, ორგანიზებულად გაიქცნენ და ეჭვი მაქვს, რომ ორგანიზებულად არ გამოიძიებს პოლიცია ამ შემთხვევას. სამწუხაროდ,  ქვეყანას ჰყავს ქვასროლია ხელისუფლება, რომელსაც ქვის ხანაში უნდა დაგვაბრუნოს," - აცხადებს ხაბეიშვილი.