ეს კაცი შაქარაშვილის ტრაგედიის მომენტში არაგვის ხიდზე მოძრაობდა - რა დაინახა მან იმ დროს, როდესაც თავდასხმა მზადდებოდა?

ეს კაცი შაქარაშვილის ტრაგედიის მომენტში არაგვის ხიდზე მოძრაობდა - რა დაინახა მან იმ დროს, როდესაც თავდასხმა მზადდებოდა?

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმე გაჩნდა. საქმის პროკურორის თქმით, ეს არის ადამიანი, რომელიც არაგვის ხიდზე მაშინ გადაადგილდებოდა, როდესაც "მერსედესის" მარკის ავტომობილი თავდასხმის ადგილზე იყო მისული.

“დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა ორი მოწმე ლერი მჭედლიძე და კონსტანტინე ღიბრაძე. რაც შეეხება პირველ მოწმეს, ლერი მჭედლიძეს, იგი გადაადგილდებოდა არაგვის ხიდზე მაშინ, როდესაც მერსედესის მარკის ავტომობილი იყო თავდასხმის ადგილზე მისული. მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილ გარემოებებზე, კერძოდ, დაინახა, რომ ხიდზე გარბოდა სამი ადამიანი და დაინახა სამრეცხაოსთან დაყენებული  მერსედესის მარკის ვერცხლისფერი სამი ავტომობილი. მოწმემ განმარტა, რომ "მერსედესთან" გაჩერებული იყო რამდენიმე პიროვნება.

ვინაიდან გადაადგილება სწრაფად ხდებოდა, იმ პიროვნებებიდან, რომლებიც ხიდზე გამორბოდნენ თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, აღიქვა მხოლოდ თეთრ პერანგიანი პიროვნება. დანარჩენების იდენტიფიცირება ვერ მოახდინა. სავარაუდოდ, ეს პიროვნებები, როგორც საქმის მასალების ერთობლივი შეფასებით დგინდება, იყვნენ დაზარალებულები, რომლებმაც "მერსედესის" მგზავრების მიერ თავდასხმას თავი დააღწიეს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.