თბილისში, ვარკეთილში, ე.წ. სუხიშვილის წრესთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც ავტომობილს თავად მართავდა. მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეასკდა. მძღოლი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მგზავრი სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ვარაუდით, მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა ჯერ საჭე ვერ დაიმორჩილა, შემდეგ ვერ დაამუხრუჭა და სატვითოს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.