ხათუნა ზახაშვილის თქმით, კორონავირუსის მძიმე შემთხვევებმა იკლო

ხათუნა ზახაშვილის თქმით, კორონავირუსის მძიმე შემთხვევებმა იკლო

დღეს საიმედო ტენდენცია გამოიხატა და ვირუსის მძიმე შემთხვევებმა იკლო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა „postv“-ის ეთერში განაცხადა.

„ხასიათის ცვლილება ასეთი ტიპის ვირუსებს ახასიათებს და ისინი ხშრად იცვლიან თავის გენეტიკურ შემადგენლობას მცირე მუტაციების სახით, რასაც შედეგად მოჰყვება ხასიათის ცვლილება, რაც ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის საკეთილდღეო ცვლილებაში გამოიხატა.

მნიშვნელოვანია, რომ ლეტალური შემთხვევების რიცხვი იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობას შორის, მაგრამ მეორე ფაქტორიც გასათვალისწინებელია, სამედიცინო საზოგადოებამ, მთელმა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ისწავლა ამ დაავადების და მისი გართულებების უკეთ მართვა, რაც გამოცდილების დაგროვების შედეგია“, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.