"ამოიღო იარაღი და მესროლა 2 ჯერ... გვიწევს "კლანისგან "შიშველი ხელებით თავის დაცვა - დაჭრილი მორაგბე მომხდარის დეტალებს იხსენებს

დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს სოციალურ ქსელში წერს.

ხარაზიშვილი ადასტურებს, რომ მას რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ესროლა და წერს, რომ ინციდენტის დროს ის ნასვამი იყო. ხარაზიშვილი წერს, რომ ბესელიამ მას ორჯერ ესროლა.

რამაზ ხარაზიშვილი ამბობს, რომ რაგბის სამყაროში დაპირისპირებაა და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა.

მოგეხსენებათ, ვარ კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრი და კავშირის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა (ბოლო დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე უკავშირდება ამ ჯგუფს და საბჭოს) . გუშინ, მივდიოდი რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე, სადაც უნდა მომხდარიყო განხილვა კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით და კლუბები უნდა გაცნობოდნენ პროტოკოლებს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, რა დროსაც კარებთან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია, (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი )რომელიც ბოლო დროს საერთოდ ჩამოშორებულია საქმიანობას და არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით. მას და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა , ამოიღო იარაღი და მესროლა 2 ჯერ. ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა, სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ.!!! ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში, იყო ის რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს!

რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა, მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფი და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი) ვინც სიმართლეს ვლაპარაკობთ ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით , მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი გულის წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და აუცილებლად , სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი!!! ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები, რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია როგორიც იყო და რითიც აქამდე ასე ვამაყობდით , უბრალოდ აქ არის ერთ მხარეს პატიოსანი და მშრომელი ,მოთამაშეები,მწვრთნელები და ის ხალხი ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი, ადამიანები რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს , რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს . ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას. საბოლოოდ , არ მინდა რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება , რადგან ჩემი ადგილი არის მოედანზე, მე ვარ მოქმედი მორაგბე და რომ არა ეს გაუსაძლისი პრობლემები საერთოდ არ ჩავერთვებოდი ამ პროცესებში. ამიტომ ჩემი პირველი ამოცანა დღეს მოედანზე დაბრუნებაა და ამას ძალიან მალე მოვახერხებ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს „8 ერის“ ტურნირისკენ, სადაც საქართველოს ნაკრები და მსოფლიოს უძლიერესი 7 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას,რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქართული რაგბის ისტორიაში. სამწუხაროდ შიდა წინააღმდეგობების გამო ჩვენს მთავარ ამოცანას და მიზანს მოწყვეტილები ვართ და გვიწევს იმ "კლანისგან "შიშველი ხელებით თავის დაცვა რომელიც წესით რაგბის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა თავიანთ კეთილდღეობაზე !!!“,- წერს მორაგბე.