ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი: ეს ანგარიში უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, რომ შევაქოთ საქართველო

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი: ეს ანგარიში უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, რომ შევაქოთ საქართველო

„საქართველო, როგორც ძლიერი ევროპული მისწრაფების ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნის სურვილი ნათლად აქვს დაფიქსირებული, ევროკავშირისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა.

„ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ ანგარიშის მხარდაჭერა ასახავს საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ ევროპარლამენტის პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერას.

საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მხარს უჭერს ქართული პოლიტიკური სპექტრი, მოსახლეობის უმრავლესობა და ამიტომ ეს ანგარიში უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, რომ შევაქოთ საქართველო - როდესაც განხორციელებული რეფორმები წარმატებულია, გამოვთქვათ კონსტრუქციული კრიტიკა, რათა მივანიშნოთ იმ რეფორმებზე, რომლებიც შემდგომ პროგრესს საჭიროებს“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა.