ბრალდებულ გიგა ტატიაშვილს არცერთი სახელი და გვარი არ დაუსახელებია - შაქარაშვილის საქმე

ბრალდებულ გიგა ტატიაშვილს არცერთი სახელი და გვარი არ დაუსახელებია - შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართული გუშინდელი სასამართლო პროცესის და ძიუდოში ევროპის ჩემპიონის, გიგა ტატიაშვილის დაკითხვის განხილვა გრძელდება. ადვოკატების მტკიცებით, პროკურორმა ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა.

საუბარია გიგა ტატიაშვილის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, ტატიაშვილმა ჩვენების ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება გაიმეორა და აღნიშნა, რომ მისი ავტომობილის ყველა მგზავრი ჩხუბში მონაწილებდა. გიგა ტატიაშვილმა დააკონკრეტა, რომ მგზავრებს შორის ის ორი პირიც იყო, რომელიც ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდნენ. ინფორმაცია თავად პროკურორმა გაავრცელა.

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა,  თითქოს გიგა ტატიაშვილმა  დაასახელა ავტობანზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირებად გიორგი მერაბიშვილი და არასრულწლოვანი ლ.შ.

"თითქოს გიგა ტატიაშვილის ჩვენების შედეგად დადასტურდა, რომ გიგა ტატიაშვილმა დაასახელა ავტობანზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირებად ის ორი პირი, გიორგი მერაბიშვილი და არასრულწლოვანი ლ.შ. რომლებიც მოდიოდნენ ფეხით, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. გიგა ტატიაშვილს არ დაუსახელებია არც ერთი სახელი და გვარი," - განაცხადა გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ.

თავად პროკურორი კი განმარტავს, რომ მსგავს ინტერპერეტაციას სწორედ გიგა ტატიაშვილის ჩვენება იძლეოდა.