ლევან ლორთქიფანიძე: „არ შეაფუთინოთ უპრინციპობა სიბრძნედ !

ლევან ლორთქიფანიძე: „არ შეაფუთინოთ უპრინციპობა სიბრძნედ !"

პოლიტილოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

"რა საინტერესო ფენომენია ეს რესპუბლიკური პარტია ამბობენ, რომ საქართველოში ყველაზე დემოკრატიული პოლიტიკური ძალა არიან, ხან ვის ირჩევენ თავმჯდომარედ, ხან ვის... სინამდვილეში კი გადაწყვეტილებებს ძმები იღებენ. ვინც ძმებს არ მოსწონთ, ისინი თავქუდმოგლეჯილი გარბიან "რესპების" შემადგენლობიდან.

საკუთარ უპრინციპობას, ბლოკიდან ბლოკში კურტიზანივით გადახტომა-გადმოხტომას, უთავბოლობას, ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის საკუთარი სიტყვის ღალატს "წარსულის კომპლექსების არარსებობას" უწოდებენ

ხუთ წელიწადში ერთხელ შეუძლიათ ბედი დაუკავშირონ ხან "გრეჩიხას", ხან თამაზ მეჭიაურს, ხან დილარ ხაბულიანს, ხან ბიძინას, ხან მიშას... არ აწუხებთ სინდისი, როდესაც გუშინ ჯალათად გამოცხადებულ პირს დღეს პრემიერად გვთავაზობენ ...  ოღონდ იტივტივონ, ოღონდ არ ჩაიძირონ.

თან სრულიად პარაზიტულ ორგანიზმს წარმოადგენენ, რადგან მარტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ, სულ მარცხდებიან, 1%-ს ეჭიდავებიან!!! სხვის სხეულში უნდა შეძვრნენ, რომ პარლამენტში შეყონ ცხვირი.

ამბობენ, რომ პოლიტიკაში სიძულვილი და სიყვარული არ არსებობსო. თავად კი სძულთ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ზემოდან და ქედმაღლურად უყურებენ ადამიანებს, ხან ბნელებს უწოდებენ, ხან ჩამორჩენილებს, ხან ბრბოს. არასდროს უზრუნიათ იმისთვის, რომ ადამიანები წუმპიდან ამოეთრიათ, პირიქით... სიყვარულითაც უყვართ მხოლოდ თავისი თავი, შიშითაც მარტო იმის ეშინიათ საერთოდ არ გაქრნენ...

ხალხო, პოლიტიკაში სიყვარულიც არსებობს, სიძულვილიც, შიშიც... მთავარია რას მიემართება ეს კონკრეტული გრძნობები... იცოდეთ, ვინც გარყვნილებას "წარსულის კომპლექსების არარსებობას" ეძახის, ის ბრძენი და პრაგმატული პოლიტიკოსი კი არა, ჩვეულებრივი არამზადაა! არ შეაფუთინოთ უპრინციპობა სიბრძნედ !"