„ყველას უფლებებს იცავენ კაცების გარდა, მართალიც რომ იყოს, გამამტყუნებელს გამოუტანენ” - გიორგი გურგულია კაცების უფლებებს დაიცავს

„ყველას უფლებებს იცავენ კაცების გარდა, მართალიც რომ იყოს, გამამტყუნებელს გამოუტანენ” - გიორგი გურგულია კაცების უფლებებს დაიცავს

მსახიობი გიორგი გურგულია არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც მამაკაცების უფლებებს დაიცავს.

"პირდაპირ მითითებაა უკვე, კაცი მართალიც რომ იყოს, გამამტყუნებელი უნდა გამოუტანონ. ამბობენ, არასამთავრობოები გვაკვირდებიანო. შეშინებულია პოლიციელები, მოსამართლეებიც იმიტომ, რომ რაღაცა ორგანიზაციას სოროსი აფინანსებს, რომელიც მტრულად განწყობილია კაცების მიმართ.

ყველას უფლებების დაცვა ხდება კაცების გარდა. ორგანიზაცია – კაცთა უფლებების დაცვა უნდა ჩამოვაყალიბო. მალე გაიგებთ ამ ამბავს” – განუცხადა გურგულიამ “პრაიმტაიმს”.