სააკაშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე შეიძლება საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები არასერიოზულია და მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.
„შეიძლება სააკშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზეც ვისაუბროთ, მაგრამ იმდენად არასერიოზულია ამ კაცის განცხადებები, რომ პრობლემები აქვს და თავისი ეყოფა, თავი უნდა დავანებოთ. გამოდის, რაღაცებს ლაპარაკობს - 80 თეთრს დავამატებ, 180 დავამატებ, ჩამოვალ, ბოდიში, დანაშაულები ჩავიდინე მძიმე, მაგრამ უნდა ჩამოვიდე... არასერიოზულია ამ კაცზე სერიოზული კომენტარების კეთება. შეუძლებელია, რომ მათ სახლობანას თამაშზე ჩვენ სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და მევენახეებს სუბსიდირების გაზრდას დაჰპირდა.