მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მემორანდუმზე: ახლა სახლობანას თამაში დაიწყეს

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მემორანდუმზე: ახლა სახლობანას თამაში დაიწყეს

რაც არ უნდა დაიწყონ ახლა სახლობანას თამაში და იმის ჩამოწერა, ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუსს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს ისეთ ნათამაშებად დარჩება, როგორც აქამდე თამაშობდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ გაფორმებულ მემორანდუმს გამოეხმაურა.

„ახლა სახლობანას თამაში დაიწყეს. ამ სახლობანასი ვისაც სჯერა, მათ დარწმუნებას ცდილობენ, რომ მათ რაღაც შანსები აქვთ, რაც გამორიცხულია. მათივე კვლევებითაც კი მსგავსი შანსები არ უჩნდებათ. რაც არ უნდა დაიწყონ ახლა სახლობანას თამაში და იმის ჩამოწერა, ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუსს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს ისეთ ნათამაშებად დარჩება, როგორც აქამდე თამაშობდნენ. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ეს ხალხი, რომელმაც თავისი რეიტინგი კარგად იცის, ასეთ მემორანდუმებს აფორმებს“, - აცხადებს მდინარაძე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კახა ოქრიაშვილის პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც ოქრიაშვილის პარტია კოალიციას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. ამავე პარტიაში გაწევრიანდა ცეზარ ჩოჩელი, რომელიც მცხეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრის კენჭს.