რომან გოცირიძე სააკაშვილის დაპირებებზე: ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილია

რომან გოცირიძე სააკაშვილის დაპირებებზე: ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილია

„ეს საარჩვენო კამპანიის ნაწილია“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2020 წლის არჩევნებისთვის გაცემულ დაპირებებს.

რომან გოცირიძის განცხადებით, როცა პარტიას აქვს ამბიცია გაიმარჯვოს და ჩამოაყალიბოს მთავრობა და როცა მას ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბუნებრივია, რომ დაპირებებიც უნდა იყოს. „ამ დაპირებების შესრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოეწონება ის ხალხს და რამდენად აღძრავს ნდობას ის პარტია, რომლის პრემიერობის კანდიდატადაც არის დასახელებული მიხეილ სააკაშვილი. საბოლოო ჯამში დაპირებების შესრულება დამოკიდებულია ხალხზე“, - განაცხადა გოცირიძემ.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მევენახეებს სუბსიდირების გაზრდას დაჰპირდა.