ლევან რატიანი: იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მკვეთრად კლებულობს მძიმე, კრიტიკული და ლეტალური პაციენტების რიცხვი

ლევან რატიანი: იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მკვეთრად კლებულობს მძიმე, კრიტიკული და ლეტალური პაციენტების რიცხვი

იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მკვეთრად კლებულობს მძიმე, კრიტიკული და ლეტალური პაციენტების რიცხვი, რაც შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მკვეთრად კლებულობს მძიმე, კრიტიკული და ლეტალური პაციენტების რიცხვი, რაც შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული. უფრო მეტად ხდება ინფიცირებულთა გამოვლენა, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს ადამიანის ორგანიზმი“, - განაცხადა რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.