პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
როგორც გავიგე, " ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის მაჟორიტარად გიული ალასანიას დაყენებას აპირებს.
მართლაც საოცარი მოვლენაა ქართული პოლიტიკა.
ოდნავ მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ შერჩენილი პრაგმატული აზროვნება.
ხომ გასაგები უნდა იყოს მათთვის, რომ ეს რძალ- დედამთილიანა შეურაცხმყოფელია ზუგდიდისათვის და წამგებიანია პოლიტიკურად
მაგრამ სექტანტური იზოლაციონიზმი სჭირთ და საკუთარი სექტის იქით ვერაფერს ხედავენ.
სიძულვილზე და დანაშაულზე აგებული ერთობა დროთა განმავლობაში აუცილებლად ხდება არაადექვატური და ბოლოს- კომიკური,
მერე უკვირთ, რატომ დაუწერა ნდ- აი- მ და გორბიმ ის, რაც დაუწერა.
კიდევ ბევრი დაუწერა, ასე გააგრძელონ და წიწილების თვლაში ნაკლებ ენერგიას დახარჯავენ ნოემბერში.
თუმცა, შეიძლება სწორედ ეს უნდოდეთ არაცნობიერად, ადამიანები არიან და დაიღალნენ.
ღმერთმა უშველოთ მათ საკუთარი მრევლიანად, მალე გამოიყვანოს ამ სექტანტური მორევიდან,
გულწრფელად ვუსურვებ ამას.