ლევან ნიკოლეიშვილი: ბელადის დედის გარდა ზუგდიდში

ლევან ნიკოლეიშვილი: ბელადის დედის გარდა ზუგდიდში "ამხელა" ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ გამონახა?

„ფაქტია, რომ ძალაფლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სააკაშვილის ყველა ნაბიჯი პირად ამბიციებზეა მიმართული. აბა მითხარით ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ზუგდიდში "ამხელა" ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ ვერ გამონახა ბელადის დედის გარდა?“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, როგორც ჩანს ბელადის ავანტურისტულ - მავნებულ ტვინში ახალი იდეები მომწიფდა და საარჩევნოდ ბრძოლის ველზე ზუგდიდში სარდლად საკუთარი დედა- გიული ალასანია გამოიყვანა.

„ავადმყოფური ქცევის უმაღლესი გამოვლინებაა ნაცკლასტერის მიერ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ბელადის დედის დასახელება! არა, ხომ ფაქტია, რომ ძალაუფლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სააკაშვილის ყველა ნაბიჯი პირად ამბიციებზეა მიმართული. აბა მითხარით, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ზუგდიდში "ამხელა" ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ ვერ გამონახა ბელადის დედის გარდა? ადრე ცოლი წარადგინა, გახსოვთ ალბათ დამარცხებული სანდრა რულოვს-სააკაშვილი სწორედ ზუგდიდიდან როგორ გვაშინებს ხმილითა და საყოველთაო არეულობით. ახლა როგორც ჩანს ბელადის ავადმყოფურ და ავანტურისტულმავნებულ ტვინში ახალი იდეები მომწიფდა და საარჩევნოდ ბრძოლის ველზე ზუგდიდში სარდლად საკუთარი დედა- გიული ალასანია გამოიყვანა...ეჰ, მავნებლებო, როგორ იმტრევთ კიდევ ერთელ კისერს: არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან , გარდა კიდევ ერთი შერცხვენოსა და დამარცხებისა...რატომ ? მარტივად - ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი ზუგდიდელებს უკვე ძალიან კარგად გიცნობენ !“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.