ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული 84 წლის ქალი სახლის პირობებში მკურნალობდა.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ქალი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეში საერთო ჯამში 7 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.

ამ დროისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 674 შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 186 გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.