გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა ამ გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტი და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს

გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა ამ გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტი და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს

რა შანსებიც ჰქონდა ოქრიაშვილს და გაერთიანების დანარჩენ სუბიექტებს, იგივე შანსები დარჩათ. უბრალოდ, ოქრიაშვილს დაუბრუნდება ის დროშა, რომელსაც 5 ნომერი ეწერა. ეგ არის განსხვავება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კახა ოქრიაშვილის პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დადებული მემორანდუმის შეფასებისას განაცხადა.

„საზოგადოებას რა დამოკიდებულებაც აქვს მთლიანად ამ გაერთიანებასთან, მათ შორის ცალკე ოქრიაშვილთან და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ეს, რასაკვირველია, ამ გაერთიანებით არ შეიცვლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვფიქრობ, გამოიყენა ამ გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტი და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კახა ოქრიაშვილის პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც ოქრიაშვილის პარტია კოალიციას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. ამავე პარტიაში გაწევრიანდა ცეზარ ჩოჩელი, რომელიც მცხეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრის კენჭს.