პირველი გამოწვევა იყო ნიღბებისა და კომბინიზონების ნაკლებობა, რაც კორონავირუსის პირველი ტალღის დროს დაძაბულობასა და შიშს განაპირობებდა. ეს პრობლემა დღეს მოხსნილია, - ამის შესახებ, კორპორაცია „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენს კომპანიას რამდენიმე თვის მარაგი აქვს პერსონალური დაცვის საშუალებების და არც ყიდვაა პრობლემა. სრულად დაცულია ჩვენი პერსონალი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს კომპანიას მედიკამენტების 4-5 თვის მარაგი აქვს და უკვე გამოიყოფა 700 საწოლი. „ახალი პროტოკოლის თანახმად, კლინიკებში საწოლებზე მოთხოვნის ტემპი არ იქნება მაღალი, რადგან პაციენტების გადაყვანა სასტუმროებში მოხდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.