გიორგი ვაშაძე:  გამოკითხულთა 59%, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე, ოპოზიციური ამომრჩეველია

გიორგი ვაშაძე:  გამოკითხულთა 59%, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე, ოპოზიციური ამომრჩეველია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 59%, ვინც ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს საპარლამენტო არჩევნებზე მხარს, ოპოზიციური ამომრჩეველია.

როგორც ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სატელეფონო გამოკითხვისას მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ეშინია.

„სატელეფონო გამოკითხვაში ხალხს თავისი პოზიციის დაფიქსირების ეშინია, რადგან ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დაშინებას აპირებს, სოციალურ დახმარებას შეუწყვეტს, სამსახურიდან გაათავისუფლებს. პირველი, ვინც დამსხვრეული ოცნებების პარტიას ხმას არ მისცემს, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც მობეზრდა, რომ ერთი ვიწრო ანკლავია კორუმპირებული, რომლისთვისაც ყველაფერია და ამ ხალხს საქმესაც არ აკეთებინებენ. თავის კვლევებში, ხომ ხედავთ, რანაირ ციფრებს ხაზავენ. 2018 წელს მე ვიყავი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, სადაც ყველამ კარგად დაინახეთ მათი დახატული ციფრები პირველ ტურში“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, რომ მათი რეალური რეიტინგი 60%-ს უტოლდება, ვაშაძე ფიქრობს, რომ გაუგებარია, რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ ასეთი მოლოდინი მაშინ, როდესაც მათ „დაპირებები არ შეასრულეს“.

„რატომ აქვთ მხარდაჭერის მოლოდინი, შეასრულა რამე დაპირება? სამუშაო ადგილები შექმნა? ეკონომიკა განავითარა? არ მოატყუა ხალხი? რას ეფუძნება მათი ეს მოლოდინი? ისევ უნდათ, რომ მოატყუონ და დააშინონ ხალხი? ეს არის ღირსების არჩევნები - ან ტყუილი, ან საქმე, ან თავის გაბითურება, რომ სხვა არაფერი გვეშველება, ან ვცვლით და ვიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. ერთი ბოდიშს არ მოიხდიან იმაზე, რომ არცერთი დაპირება არ შეასრულეს“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, NDI- ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას.

Katana . არა ხარ მთლად ზუსტი, გიორგი ვაშაძე: ის 59% ზოგადად კი არ არის ოპოზიციის ამომრჩეველი ან ხელუფლების კი არ ეშინაი და იმიტომ კი არ მალავს თავის პოზიციას... იმათ სწორედ ოპოზიციის ეშინიათ, რადგან, სინამდვილეში, ყველანი შენი და თაკო ჩარკვიანის ამორჩევლები არიან!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამ ადამიანს რატომ, რის საფუძველზე გაუჩნდა პრეტენზია საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავებაზე ვერ გავიგე?! დავუშვათ ერთი წუთით, რომ ის ამ თანამდებობისათვის შესაფერისია ( სინამდვილეში ამისთანა ბიოგრაფიის და ჰაბიტუსის ადამიანი სრულიად შეუფერებელია), მაგრამ რომელმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში ვაშაძე რომ დანიშნოს პრემიერად?! სად არის ეს ძალა, ვინ არიან?! ერთი ვიცი რომ მისი პრემიერობა ქალბატონ ჩარკვიანს უნდა. სხვები ვინ არიან, რა ქვიათ, რომელ კლასტერს წარმოადგენენ, ნაღდად ვერ გავიგე?! მგონი გირჩის მთავარ ქეშ ზურა ჯაფარიძეს გაცილებით მეტი შანსი აქვს გახდესპრემიერი, გირჩს ხომ უამრავი დეზერტირი და დეზერტირობის კანდიდატი "ახალგაზრდა, ნარკომანი, კლაბერები და სხვა გზასაცდენილები უჭერენ მხარს?! კიდევ ერთხელ ვკითხულობ ამ ვაშაძეს მისი სიმამრის გარდა ვინ უჭერს მხარს?! მე არ ვარ წინააღმდეგი, კი ბატონო იყოს, მაგრამ რა მექანიზმებით უნდა განხორციედეს ეს აბსურდი?!
4 წლის უკან