ლუკაშენკო პუტინს: ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ბელარუსი უფროს ძმასთან უფრო ახლოს უნდა იყოს

ლუკაშენკო პუტინს: ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ბელარუსი უფროს ძმასთან უფრო ახლოს უნდა იყოს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს არჩევნების შემდეგ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.

„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ. მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ძალიან პატიოსნად, ადამიანურად მოიქეცით. ამიტომაც გიხდით მადლობას“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ბელარუსი უფროს ძმასთან, რუსეთთან უფრო ახლოს უნდა იყოს.

Aburjga Tasmanieli ეს შედეგი დადგა დასავლეთის უტვინო-ქაჯური-კორუფციული პოლიტიკის გამო! მოკლედ, სახრით მიერეკებიან ბელორუსს რუსეთში შესვლისაკენ! თუ ბელორუსი და რუსეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდებიან მე პირადად ამას ჩავთვლი სამართლიანობის განხორციელებად იმიტომ, რომ ბელორუსები და რუსები ერთი და იგივე ხალხია!! მათ შორის უფრო ნაკლები განსხვავებაა ვიდრე კახელ ქართველსა და გურულ ქართველს შორის!
4 წლის უკან