ირაკლი კობახიძე ზუგდიდში ოპოზიციურ კანდიდატებზე: არჩევნებში ვინც არ უნდა დაასახელონ, ყველა კანდიდატი მარცხისთვის განწირულია

ირაკლი კობახიძე ზუგდიდში ოპოზიციურ კანდიდატებზე: არჩევნებში ვინც არ უნდა დაასახელონ, ყველა კანდიდატი მარცხისთვის განწირულია

ოპოზიციაში იმდენადაა არეულობა, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების დასახელებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი ზუგდიდია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობაზე“ განაცხადა, რომელსაც ზუგდიდში მაჟორიტარები არ წარუდგენია.

„ოპოზიციაში იმდენად არის არეულობა, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების დასახელებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთია ზუგდიდი, რაც არის შიდა დაპირისპირების შედეგი. არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა საბოლოოდ პოზიციების შეჯერებას. არჩევნებში ვინც არ უნდა დაასახელონ, ყველა კანდიდატი განწირული იქნება მარცხისთვის, რადგან ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებს პირველივე ტურში ძალიან დამაჯერებლად მოიგებს. ამაში დარწმუნებული ვართ“, - განაცხადა კობახიძემ.