თბილისში, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდეს - ე.წ. აფრიკის დასახლების ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კორონავირუსი რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
კარანტინშია გადაყვანილი 17 ადამიანი. ეპიდემიოლოგები ახლა მათ კონტაქტებს სწავლობენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.