თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტელეკომპანია "ფორმულამ" გაასაჯაროვა საქმეში არსებული ფოტორობოტები, რომელზეც ახალგაზრდა ქალია გამოსახული.
გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ ეს ადამიანი პანაშვიდზე გვიან ღამით მივიდა,
"დავარქვით X ნინო, იმიტომ რომ ჩვენ არც ვიცით მას ნამდვილად ერქვა ნინო თუ არა. მოსული იყო თამუნას პანაშვიდზე და ცხარე ცრემლით ტიროდა. მერე რაღაც მომენტში წამოდგა, მივიდა სასახლესთან, დაემხო და თამუნას უხდიდა ბოდიშებს. შემდეგ მოითხოვა, რომ დედა მაჩვენეთო. შემოიყვანეს ჩემს ოთახში სადაც ვიყავი შოკურ მდგომარეობაში და ვერ აღვიქვამდი გარშემო რა ხდებოდა. ამ ქალბატონს თურმე თავიდან ბოლომდე დავუკოცნივარ და ამით გამოხატა ერთგვარი პატივისცემა", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
ოჯახის მეზობლების თქმით, ქალი საეჭვოდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ ის აქამდე არავის ენახა. წასვლისას კი იკითხა, სანდო იყო თუ არა მძღოლი, რომელსაც ფონიჭალიდან საბურთალომდე უნდა გაეყვანა.
თეონა თამაზაშვილის თქმით, ქალს თეთრი თმები, ცისფერი თვალები და გამოკვეთილი სახის ქვედა ნაწილი აქვს.
ბაჩალიაშვილის ოჯახი ვარაუდობს, რომ 23 წლის პროგრამისტმა მას საიდუმლო გაანდო.
უცნობი ქალი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ უპოვიათ.