შესაძლოა ინფიცირებულთა ახალი ჯგუფი გაჩნდეს ქართლშიც. "კურიერის" ინფორმაციით, 200 კაციანი ქორწილის ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა, რასაც კიდევ 2 შემთხვევის გამოვლენა მოჰყვა.
სადღესასწაულო ღონისძიება ერთი კვირის წინ გაიმართა, მას მოქალაქეები როგორც შიდა ქართლის, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც ესწრებოდნენ.
"200 კაცამდე იყო, მივაქირავე, მეორე დღეს საღამოს ჩამაბარა გასაღები. ეპიდემიოლოგები არ მოსულან. არ ვმუშაობ, დაკეტილია, მხოლოდ გაქირავებაზე ვმუშაობ. კორონავირუსი, რომ დაუდასტურდა სტუმარს, ამის შესახებ არაფერი არ ვიცი..." - განაცხადა სადღესასწაულო ღონისძიების ფართის მფლობელმა "კურიერთან" საუბრისას.