გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პარამეტრები, კორონავირუსის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია

გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პარამეტრები, კორონავირუსის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია

„საქართველომ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ერთ-ერთ ავტორიტეტულ, Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში პოზიცია კიდევ უფრო გაიუმჯობესა. ეს მორიგი აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის საქართველოს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებულ ანგარიშში უაღრესად დადებითი და პოზიტიური შეფასების შემდეგ, რომელიც საქართველოში ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატს უმაღლეს შეფასებას აძლევს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

თავის Facebook-ზე ექსპერტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საქართველოში საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში, უპირველესად სწორედ თავისებურ საინვესტიციო გზავნილსაც შეიცავს, როგორც ამერიკელი ინვესტორების, ისე გლობალური ინვესტორებისთვისაც. მისი თქმით, სწორედ ამავე კონტექსტშია განსახილველი Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო პოზიციის გაძლიერება, რომლის მიხედვითაც ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციაზე გადავინაცვლეთ, შარშანდელი მე-9 ადგილიდან და ამ მაჩვენებლით ჩვენ დღეს ვუსწრებთ, როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასაც.

ექსპერტის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, 2012 წლამდე Fraser institute-ის აღნიშნულ რეიტინგში საქართველო ოცეულს მიღმა იმყოფებოდა. „ეს ორივე აღიარება, მით უმეტეს პოსტპანდემიურ პერიოდის გადასახედიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პარამეტრები, კორონავირუსის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს. საქართველო 2019 წლის ანგარიშში მე-9 ადგილს იკავებდა.