ჩაიკეტება თუ არა ქუთაისი – იმერეთის გუბერნატორის განმარტება

ჩაიკეტება თუ არა ქუთაისი – იმერეთის გუბერნატორის განმარტება

„ქუთაისის ჩაკეტვა არ ეტაპზე არ განიხილება“, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პრიორიტეტია პედაგოგების „პისიარ“ ტესტირება, რომელიც დღეიდან დაიწყო.

ქუთაისში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში მზარდია.

ქალაქის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელია ინფიცირებულია. ასევე, კოვიდ დადებითი დაუფიქსირდა ქუთაისში ექიმსაც.