„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ამ მილიონერი ცოლ-ქმარი ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი სავარაუდოდ, ოცეულში მოხვდებიან. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილი საარჩევნო სიის ათეულში იქნება, ხოლო ნატო ჩხეიძე ოცეულში.
„მე რომ ოცეულში ვიყო არ გამოვრიცხავ. ბოლომდე შედეგნილი სია არ არის. როგორც მე ვფიქრობ, ალბათ აქტიურ პოლიტიკაში დღეს არ განიხილება ზაზა, ხვალ ვნახოთ. მე უფრო განვიხილები დეპუტატის რანგში. სიები ჯერ კიდევ არ არის გამოსაქვეყნებლად მზად“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.