„მე ნულიდან ავაღორძინე ქარხნები, რომლებიც უშვებდა ტექნიკას მთელ მსოფლიოში“ - სააკაშვილმა აღარ იცის რა ილაპარაკოს

„მე ნულიდან ავაღორძინე ქარხნები, რომლებიც უშვებდა ტექნიკას მთელ მსოფლიოში“ - სააკაშვილმა აღარ იცის რა ილაპარაკოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას აქვეყნებს:

„მე ნულიდან ავაღორძინე ქარხნები, რომლებიც უშვებდა ტექნიკას მთელ მსოფლიოში. ბოლოს ჩვენ ფრთოსანი რაკეტების აწყობაც დავიწყეთ და პრაქტიკულად, სარაკეტო ტექნოლოგია დავნერგეთ საქართველოში. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, გვექნება სრული ტექნოლოგიური ციკლი, ჩვენ გავყიდით მილიარდობით დოლარის პროდუქციას, ათობით ათასი ქართველი დასაქმდება მაღალკვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ საწარმოში და ეს იქნება საქართველოს დიდება!

მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ქარხანა „დელტა” და მთელი ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც ინტეგრირებული იქნება მსოფლიო სისტემაში.

ჩვენ გვექნება კონტრაქტები ამერიკასთან, ავსტრალიასთან, ევროპასთან… ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვიქნებით!

ეს ყველაფერი შესაძლებელია საქართველოში და ეს არ არის რაღაც ფანტაზია. გაკეთებული მაქვს და ვიცი, როგორ კეთდება და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, კიდევ უკეთესად შეგვიძლია გაკეთება“, – წერს სააკაშვილი.

mamuka65 ბიჯო... ბიჯო... ამან ბარონ მიუნჰაუზენს გადაასწრო!..
4 წლის უკან