ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე აცხადებს, რომ თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან.
მისი თქმით, ამ დროისთვის სიმპტომი არავის აქვს.