გიორგი კახიანი: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც აქამდე შესაძლოა პოლიტიკასთან არ ჰქონიათ შეხება, თუმცა დღეს ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან

გიორგი კახიანი: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც აქამდე შესაძლოა პოლიტიკასთან არ ჰქონიათ შეხება, თუმცა დღეს ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან

ამ ეტაპზე დავასახელებთ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ოცეულს. ხვალ საღამოს უკვე მოხდება ამ შემადგენლობის წარდგენ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

მან იმ ადამიანებზე ილაპარაკა, რომლებიც სიაში მოხვდნენ.

„ცხადია, კონკრეტულ სახელებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ ამ შემადგენლობაში იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, ქართული ოცნების ლიდერები, ასევე იქნებიან ახალი სახეები. ის პირები, რომლებსაც აქამდე შესაძლოა პოლიტიკასთან არ ჰქონიათ შეხება თუმცა დღეს ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან და ერთად ვიბრძოლებთ არჩევნებში.

სიაში წარმოდგენილი იქნებიან ქალებიც და ამ ოცეულში სულ ცოტა ხუთი ქალი იქნება წარმოდგენილი. კრიტერიუმები გასაგებია ყველასთვის, ეს არის გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება“,- აღნიშნა გიორგი კახიანმა.