დაკარგული ილია ფილფანის ოჯახი დღეს, 8 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდა. მათ ძებნის ოპერაციის დეტალებზე ისაუბრეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლია.
„ვერანაირი ვიდეო ჩანაწერი ვერ იპოვეს, არსებობს ვერსია, რომ ბავშვი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული. არის აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინავლის ფაქტორები. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მას დაეხმარნენ ქვეყნის დატოვებაში ან გაიტაცეს“, – ამბობს ბავშვის მამა.