„რაც უფრო მოგვეჩვევა, მით უფრო ნაკლებად ლეტალური გახდება",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV იმედის ეთერში კითხვის - შესუსტდა თუ არა კორონავირუსი, საპასუხოდ განაცხადა.
„სამეცნიერო კვლევებს ველოდებით, მტკიცებულებები სჭირდება ამას, მაგრამ გარედან თუ შევხედავთ, რაც უფრო მოგვეჩვევა ადამიანებს, უფრო ნაკლებად ლეტალური გახდება ჩვენთვის. ჩანს, რომ ასე ხდება",- განაცხადა პაატა იმნაძემ.