რომან კაკულია: საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო, რომელიც რეგიონში ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, კვლავ შენარჩუნდა

რომან კაკულია: საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო, რომელიც რეგიონში ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, კვლავ შენარჩუნდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია საინვესტიციო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც  მსოფლიო ელოდება 40%-ის ფარგლებში ინვესტიციების შემცირებას, რაც ბოლო წლების კრიზისების ფონზეც კი  უპრეცედენტოა, ასეთ დროს ქვეყანაში ინვესტიციებთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელი ხელსუფლების ეფექტურ ძალისხმევაზე მიანიშნებს. „ინვესტიციებთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელი, ასევე  მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოხერხდა საერთო სტაბილურობის შენარჩუნება. ამავდროულად, გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებმაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი, რამაც მთლიანობაში უზრუნველყო ის შედეგი, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა.  ვფიქრობ, ობიექტურმა შემფასებელმა, ეს უნდა დაინახოს.

ამ ყველაფერმა ერთობლიობაში - მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და გონივრულმა წამახალისებელმა ინსტრუმენტებმა შესაძლებელი გახადა, არსებული კრიზისის მიუხედავად, შენარჩუნებულიყო წლების განმავლობაში კონკურენტულ უპირატესობებად ჩამოყალიბებული სექტორების საინვესტიციო მიმზიდველობა", - განაცხადა რომან კაკულიამ.