ვირუსის მკვეთრი მატების შემთხვევაში ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდება - რას ამბობს ინფექციონისტი

ვირუსის მკვეთრი მატების შემთხვევაში ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდება - რას ამბობს ინფექციონისტი

საქართვლოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციონისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე, შესაძლოა, იმაზე სწრაფად გადავიდეს, ვიდრე სპეციალისტები პროგნოზირებდნენ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ, საქართველოში არსებული ვითარება საყურადღებოა. მისივე თქმით, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას, რათა ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს.

კითხვაზე, ვირუსის გავრცელების ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, გამოცხადდება თუ არა საქართველოში კარანტინი, გოგინავა გვპასუხობს:

„არ ვთლი, რომ ამ მონაცემების გამო, ქვეყანაში კარანტინი უნდა გამოცხადდეს. თუ ძალიან მატება იქნა, რა თქმა უნდა, კარანტინი გამოცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში კორონავირუსის რამოდენიმე ასეულ შემთხვევამდე ავედით, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს კარანტინის გამოცხადება",- განაცხადა გოგინავამ.