შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალდებულის მამამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით დაიმუქრა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალდებულის მამამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით დაიმუქრა

სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული დღეს დილით მთავარ პროკურატურასთან - მიზეზი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ-ს მამაა.

თამაზ ხომასურიძემ საგამოძიებო უწყებასთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა. პოლიციამ ხომასურიძისთვის სანთებელას წართმევა შეძლო და ის ტერიტორიას გაარიდა.

ზ.ხ-ს მამა ამ პროტესტით პროკურორთან შეხვედრას ცდილობს.