კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე ინფორმაციით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

„დაგვემატა 45 ახალი შემთხვევა და გვაქვს 1729 დადასტურებული შემთხვევა. 45 ინფიცირებულიდან 3 არის „დონას“ კლასტერი, 19 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალიდან, 4 იმპორტირებულია, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, 3 ინფიცირებულზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიების მიზნით. 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას.

5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 6-ით გაიზარდა და 1321 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 76%-ია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.