გიორგი გახარია: მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისტორიული შესაძლებლობის გამოსაყენებლად, რომ საქართველოს ნაკრებმა ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში - „8 ერი“, მონაწილეობა მიიღოს. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.
დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ისტორიულ შანსზე, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში - „8 ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს.
„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფოსთან ერთად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო რაგბთან საქართველოს ნაკრების 8 ერში მონაწილეობასთან დაკავშირებით
8 ერის ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება. 8 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწლდება და ერთ წრედ ითამაშებს, 5 დეკემებერს ფინალური მატჩები გაიმართება.