„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
მმართველი გუნდის კანდიდატი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების: პატარა დმანისის, მაშავერას, დიდი დმანისისა და ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
გოგი მეშველიანმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და დაპირდა, რომ მათი პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს.
მისი თქმით, დმანისს საქართველოს პარლამენტში ეყოლება ძლიერი მხარდამჭერი, რომელიც თითოეულის სათქმელს ხმამაღლა იტყვის.