ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქვს საშუალება ვისაუბრო Log-in Georgia-სთან დაკავშირებით. ჩვენ ამ პროექტს საქართველოს მთავრობასთან ერთად ვახორციელებთ და მოხარული ვარ, რადგან ათასობით სოფელს მოვიცავთ. მოხდება დაქსელვა და ინტერნეტიზაცია და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ციფრული ეკონომიკა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ეს ნამდვილად არ იქნებოდა შესაძლებელი.
„მწამს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული ციფრული ეკონომიკის მიმართულებით, რომელიც განავითარებს ამ მიმართულებას. მოგახსენებთ, რაში მდგომარეობს ამ პროექტის ძირითადი არსი. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე და ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ის უპირატესობა, რაც თან სდევს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქონას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს პატარა სოფელში, რომელიც მოშორებულია თუნდაც მუნიციპალურ ცენტრს და მას სურს ბინა გააქირაოს, რა თქმა უნდა, მას სჭირდება ინტერნეტწვდომა იმისთვის, რომ თავისი ბინა განათავსოს ინტერნეტში. ასევე, ძალიან ბევრი მცირე საწარმო არსებობს, რომელსაც სურს თავისი თავი წარმოაჩინოს, მაგრამ არ აქვთ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და მე მწამს, რომ ეს იქნება დიდი პროექტი, რომელიც განავითარებს ამ მნიშვნელოვან მიმართულებას. ორი კომპონენტისგან შედგება ის. პირველია, რომ განვავითაროთ ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ფართოხაზოვანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას ამ ადამინებისთვის. ასევე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია ის, რომ ფასები უნდა იყოს ძალიან კარგად დარეგულირებული. კერძო ინტერნეტკომპანიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ დაბალ ფასად მიაწოდონ თავისი პროდუქტი სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს.
ინტერნეტის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ეკონომიკას გააუმჯობესებს, არა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ციფრული ეკონომიკა განვავითაროთ და ამ ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი ბიზნესი წამოწიონ წინ, ასევე მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული განათლება, ტელემედიცინა.
მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობისთვის და მინდა გითხრათ, რომ მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ეს ნამდვილად არ იქნებოდა შესაძლებელი. ეს იქნება ძალიან მაგარი პროექტი და დიდი გარღვევა ამ მიმართულებით“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.