,,თუ გვინდა შევცვალოთ ხელისუფლება-შევცვალოთ ოპოზიცია”,-განაცხადა ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა.
,,for.ge” გია ჯორჟოლიანს ესაუბრა:
-კონკრეტულად როგორ დაახასიათებდით 2020 წლის საარჩევნო გარემოს?
-ქართული პოლიტიკური სივრცე ორი ძალის დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ურთიერთბრალდებებმა და კინკლაობამ ჩვენი ყოველდღიური რეალობა წალეკა. ამ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე მსჯელობა, რაც დამღუპველია საქართველოს მომავლისა და განვითარებისთვის.
-როგორ აპირებთ საარჩევნო გარემოს შეცვლას?
-პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად აუცილებლად მიგვაჩნია ნაციონალური მოძრაობისა და მისი მოკავშირეების მინიმუმამდე დაყვანა ქართულ პოლიტიკაში, რათა მეტი ასპარეზი მიეცეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებას ,,ქართული ოცნების“ მიმართ.
თუ გვინდა შევცვალოთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია. ჩვენი მიზანია ქვეყნის პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება.
-,,სოციალ-დემოკრატებს“ საკუთარი მაჟორიტარები ეყოლება?
-იმისათვის, რომ არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები, ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ არ წარვადგენთ ჩვენი პარტიის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და მოვუწოდებთ ამომრჩეველს მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე კანდიდატს.
-პროპორციულ არჩევნებში რა შედეგზე გასვლას გეგმავთ?
-ჩვენ მთელ ძალებს მივმართავთ პროპორციული სიით მაღალი შედეგის მისაღწევად. პარლამენტში მოვხვდებით სერიოზული წარმომადგენლობით და გადამწყვეტ გავლენას მოვახდენთ ქვეყნის განვითარებაზე. 14 სექტემბერს ჩვენ წარვადგენთ საარჩევნო პლატფორმას და პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც პარტიის პროპორციულ სიაში იქნებიან. ასე რომ, ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვეუბნებით: თუ გვინდა შევცვალოთ საქართველოს მომავალი, მხარი დაუჭირეთ პარტიას ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“.