ამირან სალუქვაძე: აჭარის ექს-გუბერნატორი ვარშალომიძე, ალბათ უფრო ხალხმრავალ დახვედრას ელოდა, თვალებით დაეძებდა ფანებს

ამირან სალუქვაძე: აჭარის ექს-გუბერნატორი ვარშალომიძე, ალბათ უფრო ხალხმრავალ დახვედრას ელოდა, თვალებით დაეძებდა ფანებს

კიდევ ერთი აღმაშენებელი თუ მხსნელი ჩამოვიდა აჭარაში. დიდი ხანია არ გვინახავს, შეეტყო, შევერცხლილა. აჭარის ექს-გუბერნატორი ვარშალომიძე, ალბათ უფრო ხალხმრავალ დახვედრას ელოდა, თვალებით დაეძებდა ფანებს, ხელდახელ დაწერილ პლაკატებს, ელოდა შეძახილებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ  ხალხს ცალკე უკრაინის გადამხდელები უსაქმურობაში მაღალ ხელფასებს უხდიან, ცალკე პარტიას ქართველი გადამხდელები ვუფინანსებთ, ცალკე აქედან გაყოლილი ქონება უდარდელი ცხოვრების საშუალებას აძლევთ.

,,მოვა უკრაინის არჩევნების დროს, იქ იბრძვიან თავგამოდებით. ჯერ 1%-ს ვერ გადაახტნენ. მერე საქართველოში მოდის არჩევნების დრო. გაახსენდებათ "მშობლიური" მხარე და ჩამოდიან სავალახოდ. მოიბალახებენ 10-15%-ს, მიიღებენ ისევ გარანტირებულ დაფინანსებას და შემდეგ არჩევნებამდე მათ მავნე ოპოზიციონერობანას უნდა ვუცქიროთ. უკრაინაში მათი გაკეთებული საქმეების შესახებ ერთი სტატია ვერ ვნახე. რაც ჩვრნთან აკეთეს, თუ სადმე აგური დადეს, ათი იმდენი ამოგვადინეს. ვერც ბოდიშის მოხდა ისწავლეს, ისე გადმოგვიგდეს, სატყუარასავით. თუ ვინმე ჩაყლაპავს, ნახავთ შედეგებით. თქვენ მძევლად გყავთ მთელი ოპოზიცია?! დაპაუზებულია ბათუმიო, გაყვიროდნენ. დაპაუზებული კი არა, ადრე დავწერე, დასამუხრუჭებელი არის მეთქი და დღეს გააჟღერა გახარიამ, რომ მშენებლობების ტემპები უნდა შენელდეს და ძველი იერი შენარჩუნდეს. გაიარეთ, ნახეთ, თქვენს შემდეგ რამდენი აშენდა. რაც თქვენ გააკეთეთ, მადლობა, რაც გააფუჭეთ პასუხი არ გიგიათ. მაგაზე თქვენ უთხარით მადლობა ვისაც ერგება. მოკლედ, ძალიან არაბუნებრივი, არადამაჯერებელი და წარსულში ჩარჩენილი. ერთი ვიცი, 2024-სთვის თუ ოპოზიცია ისევ ძველი ლიდერების მძევლობაში იქნა, პოლიტიკური პროცესები ვერ გაჯანსაღდება. იმედია ერს ეყოფა იმის უნარი, რომ ასეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ორ საძოვარზე ძოვენ, ორი სამშობლო აქვთ, ორ კურდღელს დასდევენ და საქართველო მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ, უარს ეტყვის”,- წერს ამირან სალუქვაძე