ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის, ნინუკა ბორჩხაძის სტატუსს ეხმიანება, რომელმაც ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,ქართული ოცნების“ ოფისში დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა გააზიარა კომენტარით - ,,ხალხნო, მგონი გვეშველა“.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ეს ადამიანები ,,ქართულ ოცნებას“ ვერ უგებენ არჩევნებს, ერთადერთ იმედად კორონავირუსი დარჩათ.
,,არჩევნებს ვერ უგებენ ოცნებას და ერთადერთ იმედად კორონავირუსი აქვთ. საზღვრების გახსნაც ამიტომ უნდათ ავსულებს, რომ ვირუსი წინამძღოლად დაიყენონ და უკან გამოყვნენ ხელიაუფლების შესაცვლელად”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.