მედიაში მინსკში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტის გარდაცვალების კადრები გავრცელდა (ვიდეო)

მედიაში მინსკში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტის გარდაცვალების კადრები გავრცელდა (ვიდეო)

სააგენტო Associated Press-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც 10 აგვისტოსაა გადაღებული და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ალექსანდრ ტარაიკოვსკის გარდაცვალების მომენტია ასახაული.

როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ტარაიკოვსკის ხელში არაფერი უჭირავს, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტს ხელში ხელნაკეთი ბომბი ჰქონდა, რომელიც აფეთქდა.

ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე კვირაზე მეტია ითხოვენ.