ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტში 117 მებაჟე ოფიცერსა და უფლებამოსილ თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას გარკვეული ეტაპების დაცვით, გამოკვლევა ჩაუტარდათ.
კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19"-ზე უარყოფითია.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, ახალ კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.