ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N4-ში, ორი სადარბაზოსა და სამგზავრო ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ბიუჯეტი 23 000 ლარია. აღნიშნულ მისამართზე, 2018 წელს, 400 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი მოეწყო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 67 958 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ სკვერს რეაბილიტაცია ყოველ წელს უტარდება.