„ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ზღვა­რი აქვს... თქვენ დაგჭირდებათ გაქცევა მალე“ - ვინ იგულისხმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა

„ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ზღვა­რი აქვს... თქვენ დაგჭირდებათ გაქცევა მალე“ - ვინ იგულისხმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა

და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მუ­ქა­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ სა­ელ­ჩო­ებს მი­მარ­თავს და ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაც­ვას სთხოვს. რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მე­სენ­ჯერ­ში" მუ­ქა­რის შემ­ცველ შე­ტყო­ბი­ნე­ნებს იღებს.

"ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ზღვა­რი აქვს. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემს "მე­სენ­ჯერ­ში" უკვე მუ­ქა­რე­ბი წა­მო­ვი­და არა მარ­ტო ჩემს, არა­მედ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ამ დღე­ებ­ში ყვე­ლა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, არ ვიცი ეს ტრო­ლე­ბი არი­ან თუ ვინ არი­ან, წარ­ვუდ­გენ სა­ელ­ჩო­ებს, მო­ვი­თხოვ ყვე­ლა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი და­ვად­გი­ნო. არ მივ­მარ­თავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რომ მათ და­ად­გი­ნონ, რად­გან მათ, არა­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­ტად, არ ვენ­დო­ბი.

უკვე მო­ვი­თხოვ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­მო­ი­ნა­ხოს სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ამ საქ­მეს ჩემი სი­ცო­ცხლის სა­პირ­წო­ნედ გა­ვა­კე­თებ და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. მთელ სა­ელ­ჩო­ებს მოვ­თხოვ, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ცუ­ლი იყ­ვნენ.

მე არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ, არა­ნა­ი­რი თავ­შე­სა­ფა­რი არ მჭირ­დე­ბა... ეს თქვენ დაგ­ჭირ­დე­ბათ გაქ­ცე­ვა მალე. მე მინ­და, რომ და­ცუ­ლი იყ­ვნენ ჩემს სამ­შობ­ლო­ში ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი და ჩემი შვი­ლე­ბი ", - გა­ნა­ცხა­და მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

Lolo47 ერთი უყურეთ როგორ იმუქრება ეს ვითომ ადვოკატი. ეს ისეთივე „ადვოკატია“, როგორი „მომღერალიც“ მამამისი იყო.
ამ ვითომ ადვოკატის უვიცობას ემატება ისიც, რომ აშკარად პოლიტიკითაა აქოთებული მისი წარმოებული საქმე. მხოლოდ TV კანალიზაციებს (ე.წ. „მთავარი“, „ფორმულა“, „TVპირველი“) ანდობს საკუთარ ბრიყვულ მოსაზრებებს. ვინმე შლეგ ჩარკვიანს რომ ტიპი ჩაეკონება, იმას რა გონება უნდა მოჰკითხო?!
3 წლის უკან