გიორგი ვოლსკი: ლევან კობერიძესა და ელენე ხოშტარიას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ

გიორგი ვოლსკი: ლევან კობერიძესა და ელენე ხოშტარიას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ

ლევან კობერიძესა და ელენე ხოშტარიას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ლევან კობერიძე და ელენე ხოშტარია შესაძლოა, როგორც ოპონენტები ეფექტურები არიან პარლამენტში, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მათი საქმიანობა პროდუქტიული არ იქნება და მხოლოდ ახალი დაპირისპირების შექმნას მოემსახურება. მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, რადგან ამომრჩევლების გაცილებით უფრო მეტმა რაოდენობამ იცის, რომ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების, დესტრუქციის, გამოუვალი მდგომარეობის და ჩიხების შექმნის ოსტატები არიან, არ შეიძლება, რომ კონკრეტული უბნისა და ოლქის ინტერესებს წარმოადგენდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ასე ვხედავთ, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვაკეში „ლელომ“ ელენე ხოშტარიას ლევან კობერიძე დაუპირისპირა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.