სამრეკლოს N36-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

სამრეკლოს N36-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სამრეკლოს ქ. N36-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი. მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 38 000 ლარია.