ლევან ლორთქიფანიძე:

ლევან ლორთქიფანიძე: "ტელევიზიით მსჯელობენ, იყო თუ არა გარდაცვლილი ლესბოსელი და ნარკოტიკებზე დამოკიდებული"

„პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, „მთავარი არხის” ეთერში გასულ ნიკა გვარამიას და ბაჩანა ლობჟანიძის დიალოგს ეხმიანება, რომელშიც ისინი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალაიშვილზე და მის მეგობარ დეა კაპანაძეზე, ასევე მათ პირად ცხოვრებაზე საუბრობდნენ:

„ტელევიზიით მსჯელობენ, იყო თუ არა გარდაცვლილი გოგო ნარკოტიკებზე დამოკიდებული, როგორ ექცეოდნენ მშობლები სახლში, რა წამლებს სვამდა, იყო თუ არა ლესბოსელი, რამდენი ფული ჰქონდა ანგარიშზე, რამდენჯერ იყო ნამყოფი ფსიქოლოგთან … ყოველდღე დაათრევენ აქეთ-იქით მედიაში 23 წლის ბიჭს, რომელიც დალაი ლამაა, მაჰათმა განდია და სექსზე უარს სულიერი მიზეზების გამო ამბობს და ამ თემაზე საკუთარი ნებით საუბრობს ტელეაუდიტორიის წინაშე!

სიტყვის თავისუფლების, არაეფექტიანი გამოძიების სრულყოფისა და არაპროფესიონალი, მიკერძოებული სამართალდამცველების გაკონტროლების „კეთილშობილური” მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს!!!

ზნედაცემულობა და გარყვნილება…

ილიას „სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული… თითქოს ხალხს გული უკვდება ახალგაზრდის სიკვდილის გამო, სინამდვილეში კი სანახაობისთვის იყრიან თავს მოედანზე. 35 ათასი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა და აკომენტარებდა ამ საზიზღობას, კომენტარებზე ელდა მეცა, ისეთი აზარტი ჩანს მსმენელთა მხრიდან…

 ღმერთო, უშველე თამარის ოჯახსა და საქართველოს” – წერს ლევან ლორთქიფანიძე.