ირაკლი ქადაგიშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება მუნიციპალიტეტს საკანონდებლო დონეზე მეტი საშუალება მივცე

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება მუნიციპალიტეტს საკანონდებლო დონეზე მეტი საშუალება მივცე

პოლიტიკური გაეთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა თელავის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატი ახმეტის ამომრჩეველს წარუდგინეს.

ირაკლი ქადაგიშვილმა თავის ოლქში განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წინა საარჩევნო კამპანია დატვირთული იქნება.

"ყველა ის გამოწვევაზე რაც ჩვენს რეგიონს აქვს, მექნება საუბარი მოქალაქეებთან და არა მარტო გაკეთებული საქმის, დღევანდელი პრობლემები, ხვალინდელი გადასაწყვეტი საკითხები რაც არის ყველა ამ თემაზე გვექნება საუბრები. იმიტომ ,რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება მეტი საშუალებები მივცეთ საკანონმდებლო დონეზე მუნიციპალიტეტს, რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომ უფრო აქტიურად,მეტი სიკეთის მოტანა შეძლოს მან ჩვენი მოქალაქეებისათვის. ყველა ოს პროგრამა, რომელიც კახეთში მუშაობს, ვიცი და ვარ დანერგვაში თანამონაწილე, აქაც ვიცით, თი რა გამოწვევებია, რა საჭიროებს დახვეწას.ახალი მიდგომები შემოტანას და რა თქმა უნდა ესეც გამარჯვების შემდეგ იქნება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.